საინჟინრო კომპანია ბაუმერი აჭარის რეგიონში საქმიანობას აფართოებს და ბათუმში ერთდროულად ორი პრემიუმ კლასის პროექტის განხორციელებას იწყებს. კომპანია საინჟინრო ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის მქონე მასშტაბურ ობიექტებზე — NEXT-ის Radisson Blu Residences Gonio და Oval by Metropol.
გონიოში, დეველოპერული კომპანია NEXT-ის მიმდინარე პროექტში — Radisson Blu Residences — ბაუმერი გათბობა-გაგრილების სისტემების მოწყობას უზრუნველყოფს. პროექტი საერთაშორისო ბრენდის, Radisson Blu-ს სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც საინჟინრო სისტემების მიმართ განსაკუთრებულ სიზუსტესა და ხარისხს მოითხოვს. აღნიშნულ კონტექსტში, ბაუმერის ჩართულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროექტის ფუნქციური და ტექნიკური სრულყოფის უზრუნველყოფაში.
კომპანიის კიდევ ერთი ახალი პროექტი ბათუმში — Oval by Metropol — გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურითა და ინოვაციური კონცეფციით. პროექტში ბაუმერის გუნდი სრულად უზრუნველყოფს MEP სისტემების მონტაჟს, რაც მოიცავს ელექტრო, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს. უახლესი ტექნოლოგიური სტანდარტების დანერგვით, კომპანია ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს სისტემების ეფექტურ მუშაობას და გრძელვადიან საიმედოობას.
თანამედროვე მაღალსართულიან შენობებში, განსაკუთრებით ზღვისპირა და ტენიან კლიმატურ ზონებში, საინჟინრო სისტემების სწორი დაგეგმვა და ხარისხიანი შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასეთ გარემოში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საინჟინრო პროექტირების სიზუსტე და შემდგომი ინსტალაციის პროფესიონალურად შესრულება, რაც უზრუნველყოფს სისტემების ეფექტურ მუშაობას, ენერგოეფექტურობასა და გრძელვადიან საიმედოობას.
ბაუმერი, საინჟინრო სრულყოფილება




























