მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაუმერის მხარდაჭერით თბილისში GREMO 2025 ჩატარდა

ბაუმერის მხარდაჭერით თბილისში GREMO 2025 ჩატარდა
28.11.25 16:33
224

„უსაფრთხო უძრავი ქონება“ — ამ თემატიკით 2025 წლის 25 ნოემბერს, თბილისში, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური ღონისძიება — GREMO 2025 გაიმართა.

კონფერენცია უკვე ოთხი წელია ტარდება თბილისსა და ბათუმში, და მისი მიზანია უძრავი ქონების ბაზრის განვითარება, სტანდარტების ამაღლება და მდგრადი ურბანული გარემოს შექმნა.

საინჟინრო კომპანია BAUMER, რომელიც უკვე 13 წელზე მეტია საქართველოში საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და ტექნიკურ სერვისის მიმართულებით ოპერირებს, წლევანდელ GREMO 2025-ზე განსაკუთრებული როლით წარდგა.

როგორც ღონისძიების მხარდამჭერმა, ბაუმერის დამფუძნებელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც ისაუბრა თანამედროვე მშენებლობაში საინჟინრო სისტემების როლზე და მათ მნიშვნელობაზე უსაფრთხოების, ენერგოეფექტიანობისა და ადამიანებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში.

უსაფრთხო უძრავი ქონების საფუძველი სწორად დაპროექტებული და ხარისხიანად შესრულებული საინჟინრო ინფრასტრუქტურაა — სწორედ ამ სტრატეგიულ გზავნილს გავუსვა ხაზი ბაუმერმა GREMO 2025-ზე.

“წელს გრემოს მთავარი თემა უსაფრთხო უძრავი ქონება იყო — მიმართულება, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო დიდ ყურადღებას და აქტიურ ჩართულობას საჭიროებს სექტორის მხრიდან.” განაცხადა ლევან ყირიმლიშვილმა, ბაუმერის დამფუძნებელმა. “მსგავს ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს: ისინი გვაძლევს შესაძლებლობას შევხვდეთ კოლეგებსა და სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს, გავაზიაროეთ ხედვები და გამოცდილებები, და ერთობლივად ვიმუშაოთ როგორც მომხმარებელთა, ისე ბიზნესების ცნობიერების ამაღლებაზე.“

კომპანია ბაუმერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ღონისძიების მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში სამშენებლო სექტორის განვითარებას, სტანდარტების ამაღლებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები