მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაუმერის საინჟინრო ეკოსისტემა აჭარის მზარდი სამშენებლო სექტორისთვის

ბაუმერის საინჟინრო ეკოსისტემა აჭარის მზარდი სამშენებლო სექტორისთვის
24.06.26 15:25
143

აჭარა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სამშენებლო რეგიონად ჩამოყალიბდა. სწრაფი ურბანიზაციისა და მრავალფუნქციური საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების განვითარების პარალელურად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საინჟინრო სისტემების ხარისხი, ენერგოეფექტურობა და გრძელვადიანი საიმედოობა. სწორედ ამიტომ, სთავაზობს საინჟინრო კომპანია ბაუმერი რეგიონს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია როგორც კლიმატურ პირობებზე, ისე მზარდი ბაზრის მოთხოვნებზე.

რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ზღვისპირა კლიმატთან ადაპტირებული გათბობა-გაგრილების სისტემების სწორად დაპროექტება და ენერგიის ეფექტური მართვაა. არასწორი დაგეგმვა ხშირად იწვევს სივრცეების გადახურებას, ტემპერატურული დისბალანსს და ენერგიის ზედმეტ ხარჯვას. ბაუმერი ამ პრობლემას პასუხობს შენობის ფასადების, მზის ინტენსივობისა და ექსპოზიციის დეტალური ანალიზით და Daikin-ის თანამედროვე HVAC სისტემების ოპტიმალური ინტეგრაციით, როგორც Radisson Residences Next-ის პროექტში.

თანამედროვე მრავალბინიან კომპლექსებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ენერგომოხმარების ზუსტი აღრიცხვა და კომუნალური ხარჯების სამართლიანი განაწილება. ასეთი გადაწყვეტა დანერგილია დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პროექტში Oval, სადაც თითოეული აპარტამენტის გათბობა-გაგრილების და ცხელი წყლის მოხმარება ინდივიდუალურად აღირიცხება. სისტემაში ინტეგრირებულია Danfoss-ისა და Haier-ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რაც უზრუნველყოფს მოხმარებული ენერგიის ინდივიდუალურ დაანგარიშებას.

ზღვისპირა რეგიონში განსაკუთრებული გამოწვევაა შიდა სივრცეებში ტენიანობის მართვა და ჰაერის ხარისხის შენარჩუნება. ბაუმერი ამ მიმართულებით პროექტირებისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების კომპლექსურ მიდგომას იყენებს, რომელიც ვენტილაციის და ტენიანობის რეგულირების სისტემების ეფექტურ კომბინაციას მოიცავს. ამის მაგალითია, ბათუმში მიმდინარე კავკასიის უნივერსიტეტისა და სკოლის ახალი კამპუსი, სადაც შენობის გათბობა-გაგრილებას უზრუნველყოფს Daikin-ის VRV სისტემები, ხოლო თანამედროვე სავენტილაციო სისტემა ქმნის ჯანსაღ და სტაბილურ შიდა გარემოს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო დახურული აუზის სივრცეში ტენიანობის კონტროლი, რაც სპეციალური ჰაერის ამომშრობი სისტემის მეშვეობით გადაწყდა.

ბაუმერის მიერ შექმნილი საინჟინრო ეკოსისტემა სრულ პროცესს აერთიანებს — მასალების შერჩევიდან ინსტალაციამდე, რაც თითოეული პროექტის ერთიანი და მაღალი სტანდარტით მართვას უზრუნველყოფს.

Baumer — საინჟინრო სრულყოფილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები