მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას წერტილი ვერ დაესმება - ამირან გამყრელიძე

6124f0f6ccdb4
BM.GE
24.08.21 17:15
6812
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად 12 წლიდან  იმუნიზაციის პროცესი საქართველოშიც დაიწყოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება. 

"თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა, ისე პანდემიას საბოლოო წერტილი ვერ დაესმება. ბავშვები ყველაზე მეტად არიან გამავრცელებლები. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას WH0-ს მიხედვით ვიღებთ. იქ მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ბავშვების იმუნიზაციაზე საუბარი, სექტემბრის ბოლოს კი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი.

არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შიდა განხილვების ფარგლებში ეს საკითხები მიმოვიხილოთ"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები