მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვის ტანსაცმლის ქართული ბრენდი “ლიმო“- სიახლეები და გეგმები - ნინო გიორგაძე ქალების ნარატივში

შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამომცემლობა Sweden Herald-ი ავრცელებს. შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამ აზრს. სტოკჰოლმის ცნობით, საქართველოსთვის, წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი კრონი იყო გამოყოფილი, მათ შორის წელს 25 მილიონი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის გამოყოფილი. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს 95 მლნ დოლარიანი დახმარება შეუწყვიტა აშშ-მაც. რა გავლენა აქვს ან შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ქვეყნიდან თუ ორგანიზაციისგან დახმარებების შეჩერებას ბიზნესებზე, მათ შორის მცირე მეწარმეებზე, რომელთა განვითარება ხშირად სწორედ დონორ ორგანიზაციებზეა დამოკიდებული?

სტუმარი: ნინო გიორგაძე - “ლიმოს” დამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები