მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზალტის ძაფისგან წარმოებული ქართული პროდუქტის ცნობადობა, შორსაა სასურველისგან, რაც გვჭირდება“

64a7c3c6adde0
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.23 14:18
916
ბაზალტის ქვისგან ტექსტილური ბოჭკოსა და ამ ძაფისგან ნაწარმოები სამშენებლო მასალების კომპანიის „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორის ივერი ქუცნაშვილის განცხადებით, პროდუქტის ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილია, თუმცა შორსაა იმ სასურველი ცნობადობისგან, რაც კომპანიას სჭირდება. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

ივერი ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ბაზალტის ძაფისგან წარმოებული არმატურა, ბადეები, გეოგრიდები და სხვა პროდუქტი გამოიყენება როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროექტებში და დასძენს, რომ „ბაზალტ ფაიბერსის“ ნაწარმის გამოყენება იმ პროექტებშია შესაძლებელი, სადაც საინჟინრო პერსონალის კვალიფიკაცია მაღალია.

„ბაზალტის ძაფისგან წარმოებული პროდუქტი დღეს გაცილებით ცნობადია, ვიდრე 5 წლის წინ იყო, მაგრამ შორს არის იმ სასურველი ცნობადობისგან, რაც გვჭირდება.

ჩვენი სტრატეგია იყო, რომ ჩვენი პროდუქტები დიდ მნიშვნელოვან პროექტებში შეგვეტანა, სადაც საინჟინრო პერსონალის კვალიფიკაცია მაღალია. ამ შემთხვევაში საინჟინრო პერსონალისთვის ადვილია ახსნა - რა ეკონომიკურ თუ ტექნიკური უპირატესობები აქვს ჩვენს პროდუქტს. საიმედოობის მხრივ ჩვენი პროდუქტები გამოყენებულია თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობაში. ამ პროექტებში გამორჩეული ტექნიკური უპირატესობების გამო გამოიყენეს და ეს პროექტები აჩვენებს რამდენად საიმედოა „ბაზალტ ფაიბერსის“ პროექტებში გამოყენება. გარდა ამისა, კოკა-კოლას ახალ ქარხანაში ბეტონის სივრცეები ჩვენი არმატურით არის გაკეთებული, ცნობილი სასტუმროების მარიოტი და ა.შ.

ჩვენ ასევე ჩართულები ვართ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებსაც თავისი შეფერხება აქვთ. პანდემიის დროს მოხდა პრიორიტეტების ცვლილება, შემდეგ როგორც ჩანს, მშენებლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები შეექმნა და ხდება ტენდერების თავიდან გამოცხადება, ასევე არსებობს ტექნიკური სირთულეები, რომლებიც სვანეთში გზის დაგებას ეხება. წესით ჩვენი შესყიდვების 80% სახელმწიფოს შესყიდვებზე უნდა მოდიოდეს, 20% კი კერძო, რეალურად - პირიქითაა“, - განაცხადა ივერი ქუცნაშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები