მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზარზე ახალი კრეატიული სააგენტო Supermarket Agency გამოჩნდა

SUPERMARKET AGENCY

ბაზარზე ახალი კრეატიული სააგენტო Supermarket Agency გამოჩნდა. სიახლის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, სანდრო ციცქიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

Supermarket Agency ოთხი პროფესიონალის მიერ შექმნილი კომპანიაა, რომელიც პროფესიონალ "ფრილანსერებს" აერთიანებს. სანდრო ციცქიშვილის თქმით, ეს პლატფორმა მომხმარებლისთვის კრეატიული სააგენტოა, ხოლო პროფესიონალებისთვის საწევრო კლუბი

“სიახლე არის პრობლემა, რომელსაც ეს სააგენტო პასუხობს. ადამიანები, რომლებიც სააგენტოებიდან მიდიან, ე.წ. ფრილანსერობას იწყებენ, რადგან ამ მიმართულებით უფრო მეტი ფული იშოვება, ვიდრე სააგენტოში. ხოლო, სააგენტოებში ძირითადად ნაკლები გამოცდილების ადამიანები რჩებიან. ტალანტები მიმოფანტული არიან, შესაბამისად, მათი "პერფორმანსი" ეფექტური არ არის. ხოლო, მოდელი რომელსაც Supermarket Agency სთავაზობს, ამ პრობლემას აგვარებს. ადამიანს შეუძლია დაიტოვოს "ფრილანსური" ცხოვრების ყველა კარგი სარგებელი, მაგრამ აინაზღაუროს ის ყველა დანაკლისი სააგენტოს საშუალებით. ეს იქნება გუნდი, სივრცე თუ სხვა.

პირველ რიგში, რასაც შევთავაზებთ, ეს არის სახელები და გვარები. ასევე, რაც მგონია რომ საინტერესო იქნება, ისაა, რომ გვინდა ინდუსტრიის საზღვრები გავაფართოოთ. ვიცით, რომ ბიზნეს ამოცანები არის მილიონნაირი და არ არის აუცილებელი, რომ ეს ბიზნეს ამოცანა ამოხსნას იმან, ვინც ამ რეკლამაში დიდი ხანია არის“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები