მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქტებია წარმოდგენილი”-ბიზნესი ბიოდეგრადირებად პარკებზე

პარკი

2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა. რეგულაციები 2023 წელსაც გაფართოვდა.

კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებული რეგულაციების აღსრულება არ ხდება, შესაბამისად, პოლიეთილენის პარკების როგორც წარმოება ისე საცალო ქსელებში მათი რეალიზაცია ისევ ხდება. კომპანია “გრინერის” თანადამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი ბუთა ყარყარაშვილი ამბობს, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადის წარწერით ყიდიან.

"ყველა რგოლის ჩართვის გარეშე ამ რეგულაციის აღსრულება არის ძალიან რთული. ეს არამარტო ჩვენთან, არამედ სხვა ევროპის ქვეყნებში რთულია, რომ სრულად 100%-ით ბიო შეფუთვაზე გადასვლა რომ მოხდეს. ვფიქრობ, რომ ნიმუშების ამოღება უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს, მაგალითად კვირაში ერთხელ.

ბაზარზე არის ფალსიფიცირებული პროდუქტები წარმოდგენილი, რაც არის პირველი პრობლემა. ერთი მხრივ, აწერია რომ ბიოდეგრადირებადია, თუმცა ის არ არის ბიო მასალებისგან წარმოებული. შესაბამისად, პირველ რიგში შემოწმება უნდა ხდებოდეს საწარმოების, იმიტომ რომ ადგილზე პირდაპირ ჩანს თუ რამდენად აქვს მწარმოებელს შესყიდული ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული”-აცხადებს ბუთა ყარყარაშვილი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები