ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები განათავსა. აღნიშნული ემისია როგორც მსგავი ტიპის ობლიგაციების პირველი გამოშვებაა ადგილობრივ ბაზარზე, ასევე კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისიაა. ობლიგაციების ვადა 3 წელია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 7%. ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ობლიგაციების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა კერძო ინვესტორებმა შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ ფასიან ქაღლდებზე მოთხოვნამ მიწოდებას 30%-ით გადააჭარბა.