მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრის მანიპულაციის ბრალდებით აშშ TRON-ის დამფუძნებელს უჩივის

641c1d2874cb2
გიორგი თოლორდავა
24.03.23 00:20
784
ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) ბაზრის მანიპულაციისა და ფასიანი ქაღალდების უნებართვოდ გამოშვების ბრალდებით კრიპტოკომპანია Tron-ის დამფუძნებელს, ჯასტინ სანს უჩივის.

მარეგულირებლის განმარტებით, სანის გუნდი აქტიურად იყო ჩართული ბაზრის მანიპულაციაში და კომპანიის მიერ გამოშვებული კრიპტოაქტივის, Tron-ის ფასის ხელოვნურად გაზრდაში.

როგორც ჩანს, ტრეიდინგ პლატფორმების მეშვეობით კომპანიის წარმომადგენლები ყალბ ტრანზაქციებს ახორციელებდნენ და დღიურად საშუალოდ 7 მილიონამდე ტოკენს ცვლიდნენ, რათა ბირჟებზე ხელოვნურად დაეფიქსირებინათ მაღალი ლიკვიდობა და აქტივობა.

გარდა ამისა, Tron-ის გუნდი აქტიურად იყო ჩართული არალეგალურ მარკეტინგ სქემაში. კომპანიის მიერ დაქირავებული ინფლუენსერები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ პოსტებს იმის შესახებ, რომ Tron-ის კრიპტოვალუტა ურისკო ინვესტიცია და სწრაფი გამდიდრების რეალური საშუალება იყო.

SEC-ის განცხადებით, Tron-ის გუნდს აგრეთვე ბრალად ედება არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, ფულის გათეთრება და ინვესტორებისთვის ზარალის მიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები