სტუმრების კმაყოფილებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს სასტუმროში არსებული აქტივების გამართული მუშაობა, იქნება ეს საშხაპე, კარი, ყავის აპარატი, ლიფტი, გათბობა-კონდიცირება თუ რაიმე სხვა. გარდა თავად აქტივების გამართულობისა, სტუმრები ასევე აქცევენ ყურადღებას იმას, თუ რამდენად ოპერატიულად სწორდება მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემები და ამით აფასებენ სასტუმროს სტაფის ყურადღების დონეს.
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, Singu FM-ის ფუნქციონალი ორ ძირითად მიმართულებაზე არის კონცენტრირებული:
1. აქტივების გეგმიური მოვლა - სისტემაში აქტივების გეგმიური მოვლის ციკლების გაწერითა და მათი დროულად შესრულების მონიტორინგით, უზრუნველყოფილია აქტივების სასიცოცხლო ციკლის ზრდა და ტექნიკური გაუმართაობების რისკის შემცირება. ამასთან, მოვლაზე პასუხისმგებელი შესაძლოა იყოს როგორც შიდა ტექნიკური გუნდი, ისე გარე ქვეკონტრაქტორი.
2. ინციდენტების მართვა - აქტივის გაუმართაობის შემთხვევაში, მისი დაფიქსირება ხდება სისტემაში, თუნდაც მობილურიდან და ამოცანა უმალვე გადაეცემა პასუხისმგებელ ტექნიკოსს. პრობლემის აღმოფხვრას ტექნიკოსი ასევე აფიქსირებს პროგრამაში და ინიციატორი მყისიერად იგებს მისი მოთხოვნის შესრულების შესახებ. შედეგად, პრობლემის გადაჭრის დრო მცირდება, შედეგები კი ყველასთვის გამჭვირვალეა.

R




























