მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია - პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია - პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
28.03.24 13:19
1604

ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია.

მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი, რაც ზრდის ტექნოლოგიურად გამართული პროცესების არსებობის საჭიროებას. ERP სისტემის დანერგვა ნიშნავს იმას, რომ ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესის ასახვა, მათ შორის შესყიდვების, გაყიდვების, საწყობის, წარმოების, ბუღალტერიისა და ფინანსების თავმოყრა, კონტროლი და ანალიტიკა ერთიან პროგრამულ უზრუნველყოფაშია შესაძლებელი.

ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე მაგნიტი განვითარების სწრაფი ტემპით გამოირჩევა. უკანასკნელი წლების მანძილზე კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა მომსახურების არეალი და დღეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, პროცესების ეფექტურობისა და მდგრადობისთვის კომპანიამ დაინახა ახალ, ტექნოლოგიურად მომდევნო ეტაპზე გადასვლის საჭიროება. ERP სისტემის დანერგვაში ჩადებული ინვესტიცია ხაზს უსვამს მაგნიტის ერთგულებას ინოვაციებისადმი და მის მზაობას, რომ ფეხდაფეხ მიჰყვეს მუდმივად განვითარებად ბიზნეს გარემოს. ERP სისტემის საშუალებით მაგნიტი შეძლებს მოახდინოს მაღაზიებში მარაგების ოპტიმიზაცია, მომწოდებლებთან ანგარიშსწორების ავტომატიზაციით თავიდან აირიდოს ქეშის არასაჭირო გადინება, გაზარდოს ლოიალური კლიენტების რიცხვი და კონტროლის ავტომატიზებული მექანიზმების საშუალებით გააუმჯობესოს მიზნობრივი მაჩვენებლები.

„BDO Digital-ს შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს საცალი ვაჭრობის სფეროში. ჩვენ ქსელური სუპერმარკეტების ბაზრის დაახლოებით 70%-თან ვთანამშრომლობთ. ამ ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა გვეხმარება ზუსტად დავინახოთ და ჩვენს კლიენტებს გავუზიაროთ სფეროში არსებული გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს.“ - ზვიად ორაგველიძე, პარტნიორი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი, BDO.

„მაგნიტის ამბიციური სამომავლო გეგმები დიდწილად უკავშირდება ქსელის სტანდარტიზაციასა და განვითარებას, მომხმარებლებისა და თანამშრომლების კმაყოფილების ზრდას. ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია კომპანიის ციფრულ გარდასახვასთან, სწორედ ამიტომ კომპანია ამ ნაბიჯს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. BDO Digital-თან თანამშრომლობა ჩვენთვის უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო, რადგან სანდო პარტნიორთან ერთად ERP სისტემის დანერგვა და პროცესების სრული ავტომატიზაცია ჩვენს კომპანიას არაერთ შესაძლებლობას უხსნის. გვიხარია, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მხრიდან, რომელიც დაგვეხმარება მომხმარებლებისთვის შევქმნათ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება.“ - შალვა ჩოჩელი, CEO, მაგნიტი.

BDO Digital-ის ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები