მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეირუთის აეროპორტში ქაოსია - ავიაკომპანიები ფრენებს აჩერებენ

ბეირუთი

ამერიკულმა, ევროპულმა და აზიურმა ავიაკომპანიებმა რეისები ისრაელის შემდეგ, ლიბანის მიმართულებითაც შეაჩერეს. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოსალოდნელი ომი და ესკალაციაა.

ავიაკომპანიების მიერ ფრენების შეჩერების გამო, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის აეროპორტში ქაოსია. გამგზავრების ტერმინალზე მგზავრების გრძელი რიგებია.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანის დედაქალაქ თეირანში დაჯგუფება "ჰამასის" ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს, რაშიც ისრაელს სდებენ ბრალს. ამასთან, ბეირუთში ლიბანური დაჯგუფება "ჰესბოლას" ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და სამხედრო ლიდერი ფუად შუქურიც მოკლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები