მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეირუთის გუბერნატორი: ზარალი დაახლოებით 3-5 მლრდ დოლარია

5f2a9391c9bc0
ნათია თაქთაქიშვილი
05.08.20 16:50
1140
ბეირუთის გუბერნატორი მარვან აბუდი აცხადებს, რომ ძლიერმა აფეთქებამ, რომელიც ბეირუთის პორტში მოხდა, ლიბანს დაახლოებით 3-5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ლიბანის მთავრობა მიმდინარე ეტაპზე გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით 66,335,000 აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს (100 მილიონი ლიბანური ფუნტი).

აღსანიშნავია, რომ ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000 ადამიანი.

გამოცემის ცნობით, ლიბანის ხელისუფლება მსხვერპლის ზრდას ელოდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. შენობების ნანგრევებში ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები