მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბანმა საკუთარი ეროვნული ვალუტა 90%-ით გაუფასურებულად გამოაცხადა

63db6b0a415d9
გიორგი თოლორდავა
02.02.23 16:45
2311
ლიბანის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ეროვნული ვალუტის 90%-ით დევალვაციის გადაწყვეტილება მიიღო. დღეიდან ძალაში შევიდა ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომლის მიხედვით ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 15,000 ლიბანური ფუნტი გახდა, ნაცვლად 1,500-ისა.

90%-იანი დევალვაციის მიუხედავად, ნომინალურ გაცვლით კურსსა და რეალურ ვალუტის კურსს შორის მაინც კარდინალური განსხვავებაა - სავალუტო ბირჟაზე ერთი აშშ დოლარის ფასი 57,000 ფუნტს აღწევს, ანუ რეალურად ლიბანის ეროვნული ვალუტა 4-ჯერ უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას ცენტრალური ბანკი აღიარებს.

ცენტრალური ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პრაქტიკულად ნულოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება, რადგან ქვეყანაში ექსტრემალურად მაღალი დოლარიზაციის დონეა, ოფიციალურ გაცვლით კურსს კი თითქმის არცერთი საფინანსო ინსტიტუტი და ორგანიზაცია არ ითვალისწინებს.

ლიბანში ეროვნული ვალუტის კოლაფსი 2019 წლის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაიწყო, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება. ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს მომავალში ლიბანური ფუნტის დამატებით 90%-ით გაუფასურებაა მოსალოდნელი, ცენტრალური ბანკს კი ამ პროცესის შესაჩერებლად საჭირო ბერკეტები არ გააჩნია - რეზერვები პრაქტიკულად ამოწურულია, დოლარიზაციის მაღალი დონე კი მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები