მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეკო და ეისერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად

Beko დაჯილდოვება
BM. GE
10.11.23 15:48
115

ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა პროგრესისთვის. სწორედ ამ მიზნით, ბეკო და ეისერი გაერთიანდნენ, რათა გამოავლინონ და წაახალისონ გამორჩეული ახალგაზრდები.

GITA-ში გამართული ღონისძიების ფარგლებში - ბეკოსა და ეისერის მხარდაჭერით, naec-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სტუდენტები - ლუკა ლიკლიკაძე, ანასტასია კეკენაძე, თიკო ქელდიშვილი და ქეთევან შავაძე ეისერის ბრენდის უახლესი ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ.

საინტერესო და სიმბოლური დამთხვევაა, რომ წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც დაჯილდოვდნენ, სწორედ კომპიუტერული მეცნიერებების და ფიარისა და კომუნიკაციის ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ შემდეგ სასწავლებლებში: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ეს ღონისძიება ხაზს უსვამს ბეკოს, როგორც ბრენდის, სოციალური პასუხისმგებლობის მდიდარ გამოცდილებას და ეისერის ერთგულებას ტექნოლოგიის მომავლის ჩამოყალიბებაში.

ბეკო: ჩემპიონი მდგრადობაში

ბეკო საყოფაცხოვრებო ტექნიკის გლობალური ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი მდგრადი პოლიტიკით როგორც გლობალურად ასევე საქართველოს ბაზარზე, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ბეკოს უკვე 26 წელია ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე მოწინავე პოზიცია უჭირავს და მუდმივად ცდილობს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ეს პარტნიორობა ასახავს კომპანიის მისიას, შექმნას ეკომეგობრული, მომავალზე ორიენტირებული და ჯანსაღი გარემო. ბეკოს აქტიური ჩართულობა სხვადასხვა პროექტში ადასტურებს ბრენდის ერთგულებას ახალგაზრდა ტალანტებისა და ზოგადად, პროგრესული მომავლისადმი.

კომპანია ბეკო საქართველოში მოღვაწეობის 26-ე წელს ითვლის და ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 93 სავაჭრო წერტილს, 5 სერვის-ცენტრსა და 800 თანამშრომელს.



ეისერი: ტექნოლოგიის ფორმირება

1976 წელს დაარსებული ბრენდი მსოფლიოს წამყვანი ICT კომპანიაა, რომელსაც წარმომადგენლობა 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს. ეისერი ისეთი სამყაროს შექმნაზეა ორიენტირებული, სადაც პროდუქტი, პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისი ერთმანეთთან ჰარმონიაშია და მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეისერის 7,500 თანამშრომელი მუშაობს იმისთვის, რომ ტექნოლოგიასა და ადამიანებს შორის ბარიერები გაარღვიოს და გარემოზე ზრუნვით შთაგონებული მწვანე და ინოვაციური გადაწყვეტილებები შემოგვთავაზოს. ეისერი არის RE100-ს გლობალური კორპორაციული განახლებადი ენერგიის ინიციატივის წევრი, რომელიც ასობით მსხვილ და ამბიციურ ბიზნესს 100%-ით განახლებადი ენერგიის მისაღებად აერთიანებს.

მომავლის ინიციატივები

ეს ღონისძიება GITA-ში დიდი პროცესის დასაწყისია. ბეკოსა და ეისერს გააჩნიათ საინტერესო ინიციატივები, რომლებიც სტუდენტების გაძლიერებისა და მხარდაჭერისკენაა მიმართული. ორ ბრენდს შორის თანამშრომლობა საფუძველს უყრის სამომავლო თანამშრომლობას და ახალგაზრდებს უფრო ჯანსაღ ხვალინდელ დღეს ჰპირდება.

დაჯილდოების ცერემონია აკადემიურად წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერას ემსახურება და არის გზავნილი ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ მათი შრომა აუცილებლად დაფასდება, ხოლო განსაკუთრებული შრომა - განსაკუთრებით. ბეკოსა და ეისერის პარტნიორობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს დადებითი გავლენა მოახდინონ ახალგაზრდების მომავალსა და მათ განვითარებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები