მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Glorri - SaaS-პლატფორმა სამუშაოს მაძიებლებისთვის | 500 Georgia Demo Day

649d477d41bdd
BM.GE
29.06.23 16:10
418
სტატიაში საუბარია:

"მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არასწორად შერჩეული კადრები კომპანიებს ყოველწლიურად $1 ტრილიონი უჯდებათ", - ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, Glorri-ის დამფუძნებელმა, ანარ გასიმლიმ განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. Glorri SaaS-პლატფორმაა, რომელიც რეკრუტირების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, Glorri-ს პლატფორმის დახმარებით ადამიანური რესურსის მაძიებლები და სამუშაოს დაწყების მსურველები მარტივად აანალიზებენ, სასურველი კომპანიისა და კადრის მონაცემებს. “დღეს, HR-ების „თვალთვალის“ ათობით სისტემა არსებობს, მაგრამ Glorri-ში განსაკუთრებული ის არის, რომ პლატფორმა აპლიკანტების ტრეკინგ-სისტემას (ATS), მონაცემთა მეცნიერებას და კადრების მონაცემთა ბაზას, ერთ პლატფორმაში აერთიანებს. პრობლემა, რომლის გადაჭრაც კომპანიებს სურთ, არის საუკეთესო ადამიანის აყვანა, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. ტიპური ATS-ით ამ პროცესს ჯერ კიდევ 30-დან 45-მდე დღე სჭირდება. Glorri-ს კი შეუძლია, ეს დრო 15 დღემდე შეამციროს”, - ამბობს ანარ გასიმლი, რომლის თქმით, პლატფორმა ამას კანდიდატის შესახებ მეტამონაცემების შეგროვებით ახერხებს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, Glorri-ის დამფუძნებელი რეგიონში გადართოებას ასახელებს, რადგან იქ, როგორც ირკვევა HR-ინსტრუმენტებზე მოთხოვნა მეტად სწრაფად იზრდება. ანარ გასიმლი აღნიშნავს იმასაც, რომ 500 Georgia-ში მონაწილეობას მისი კომპანიისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც მენტორობის, ისე გაყიდვების მხრივაც.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები