მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპ Gotcha-ს დახმარებით ადამიანის მიკროემოციების ამოცნობა შეგიძლიათ | 500Georgia Demo Day

63d28fc700918
BM.GE
26.01.23 19:05
563
სტატიაში საუბარია:

დღეს, 26 იანვარს, 500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე ტექნოლოგიური სტარტაპი, Gotcha წარსდგა, რომელიც ქცევითი მეცნიერების კვლევისა და სახის მიმიკის ანალიზის საფუძველზე ადამიანის მიკროემოციების ამოცნობას ახდენს.

როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, თავდაპირველად, ფსიქოლოგიური ჩატ-ბოტის შექმნა სურდათ, რომლითაც ადამიანებს დეპრესიისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით, ბაზრის კვლევის დროს, არჩევანი ემოციების აღმოჩენის ტექნოლოგიაზე შეაჩერეს, რადგან ამ ბაზარზე, შედარებით მცირე კონკურენცია იყო. ამგვარად, ჰამო ვეთუნციმ და ანა გევორგიანმა ტექნოლოგია შექმნეს, რომელსაც ადამიანის მიმიკებზე დაფუძნებით სიცრუის გამოვლენა შეუძლიათ.

Gotcha-ს დამფუძნებლების შეფასებით, მათ პლატფორმას განსხვავებულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორი მოდელი აქვთ - საგამოძიებო და შეფასებითი. პირველი მოდელი კლიენტებთან მუშაობის დროს თანამშრომლების ემოციებს აფასებს და მისი გამოყენება რეკრუტირების, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზმოვისა და ვიდეოკონფერენციების დროსაა შესაძლებელი. საგამოძიებო მოდელი განსხვავებულია და ის ძირითადად ინტერვიუების დროს გამოიყენება - Gotcha-ს ამ მოდელის მიზანია თაღლითობის შემთხვევები გამოავლინოს, რისთვისაც ადამიანის სახეზე გამოჩენილი ფარული მიკროემოციების ანალიზს იყენებს. Gotcha-ს ამ მოდელს რისკებისა და შესაბამისობის მენეჯმენტში, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და დაზღვევასთან დაკავშირებული ოპერაციებისას იყენებენ.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები