მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fortu Wealth – ქონების მართვის პერსონალიზებული სერვისი

649be663075e3
BM.GE
29.06.23 16:04
366
სტატიაში საუბარია:
"გაერთიანებულ სამეფოში წარმატებით გავუშვით საპილოტე პლაფორმა, რომლითაც მომხარებლებმა $100 მილიონზე მეტის ტრანქაცია განახორციელეს" - ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, Fortu Wealth-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. ქონების მართვა და ფინანსების მენეჯმენტი კომპლექსური მომსახურებაა, რომელიც ძირითადად მხოლოდ შეძლებული კლიენტებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ სერვისის სპეციფიკა დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებას, საბაზრო ტენდენციების ანალიზს და სამომავლო პროგნოზების გაკეთებას მოიცავს, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. Fortu Wealth-ის მიზანი ქონების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და პროცესის მაქსიმალურად გამარტივებაა.

Fortu Wealth-ი მომხმარებლებს პერსონალიზებულ და ტექნიკურად დახვეწილ საფინანსო სერვისს სთავაზობს, რომელიც პორტფელის შექმნისა და მისი მართვის პროცესში ხელოვნურ ინტელექტს და მანქანური დასწავლის მეთოდებს იყენებს. Fortu-ს მთავარი მიზანი მაქსიმალურად მარტივი და ეფექტიანი პლატფორმის შექმნაა, რომელიც ქონების მართვის სერვისს ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის.

სტარტაპის დამფუძნებლებს, აზამატ სულთანოვსა და ფირდავსხონ შახიდს საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში საქმიანობის 15-წლიანი გამოცდილება აქვთ, ისინი თანამშრომლობდნენ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: UBS, EFG, Julius Baer და Pictet.

Fortu Wealth-ის სამომავლო გეგმები მოიცავს: სერვისების გაფართოებას საერთაშორისო ბაზარზე, ახალი პროდუქტების განვითარებას და ინოვაციების გაგრძელებას Wealth Management ინდუსტრიაში.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები