ქართულ საკონდიტრო ბაზარზე არსებობენ ბრენდები, რომლებიც მხოლოდ ტკბილეულს არ აწარმოებენ - ისინი თაობების ოჯახურ დღესასწაულებსა და მოგონებებთან არიან დაკავშირებულნი. ზუსტად 33 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეს კომპანია „ბელას“ სახელით ქართული საკონდიტრო კულტურის განუყოფელი ნაწილია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საწარმოო ცვლილებები განხორციელდა. „ბელა“ ვითარდება იმ ტრადიციულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, რომელმაც მომხმარებლის ნდობა მოიპოვა - ბრენდი ინარჩუნებს ნაცნობ გემოებს, თუმცა პარალელურად ქმნის ახალ დესერტებს, აძლიერებს პროფესიულ გუნდს და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს ერგება. რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული 33-წლიანი ტრადიციის მქონე ბრენდის მართვა, როგორ ინარჩუნებენ ხარისხს წარმოების მასშტაბების ზრდის პირობებში და რა როლი აქვს ახალ კადრებს კომპანიის განვითარებაში?
სტუმარი: მატა შველიძე - „ბელას“ აღმასრულებელი დირექტორი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად






























