ესტონეთმა და ლიეტუვამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისინი ქვეყნის რუსეთთან და ბელარუსთან საზიარო საზღვარზე აიკრძალება ბელარუსულ ნომრიანი ავტომობილების გადაადგილება - მიზეზად ბალტიის ქვეყნები ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს ასახელებენ.
ანალოგიური შეზღუდვა კვირის დასაწყისში ლატვიამაც მიიღო. აკრძალვა არ მოქმედებს დიპლომატიურ მანქანებზე.
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, ბელარუსულ ავტომობილებზე აკრძალვა გავრცელდა, რადგან ბელარუსი პირდაპირ ეხმარება რუსეთს, უკრაინაში ომის წარმოებაში.
ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ, ისევე როგორც პოლონეთმა, ფინეთმა და ნორვეგიამ, მათ ტერიტორიებზე რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილების გადაადგილება გასულ წელს აკრძალეს.
ევროპული კომისიის 2023 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებით, რუსულნომრიანი ავტომობილები, ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ ჩამორთმევას დაექვემდებარება.