ბელარუსთან ვაჭრობა გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, წელს ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ 6 თვეში 141,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 70,9 მლნ აშშ დოლარი იყო.
ბელარუსთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა იმპორტის ზრდამ განაპირობა. კერძოდ, წელს ამ ქვეყნიდან იმპორტი 122.6 მლნ აშშ დოლარი იყო, გასულ წელს კი - 52,3 მლნ აშშ დოლარი. თავის მხრივ იმპორტის მკვეთრი მატება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდამ გამოიწვია. წელს მთავარ საიმპორტო საქონელში მეორე ადგილზე ხე-ტყის მასალაა, მესამეზე კი - რძე და ნაღები.
TOP-10 საიმპორტო საქონელი ბელარუსიდან (2026 წლის I ნახევარი)
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 50,8 მლნ აშშ დოლარი
- ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 10,9 მლნ აშშ დოლარი
- რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 10,7 მლნ აშშ დოლარი
- ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან - 4,3 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი - 3,9 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული - 3,5 მლნ აშშ დოლარი
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 2,6 მლნ აშშ დოლარი
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე - 2 მლნ აშშ დოლარი
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 1,8 მლნ აშშ დოლარი
- ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 1,5 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება ექსპორტს, ბელარუსში წელს 19,1 მლნ აშშ დოლარის საქონელი გვაქვს გაყიდული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 18,5 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, ექსპორტის ზრდა უმნიშვნელოა. წელსაც, მთავარი საექსპორტო საქონელი სპირტიანი სასმელები და ღვინოა.
TOP-10 საექსპორტო საქონელი (2026 წლის I ნახევარი)
- სპირტიანი სასმელები, ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები - 6,6 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3,3 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1,9 მლნ აშშ დოლარი
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 1,5 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 1,4 მლნ აშშ დოლარი
- კარტოფილი, ახალი ან შეყინული - 942 000 აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 829 700 აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 547 400 აშშ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 495 500 აშშ დოლარი
- საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - 273 800 აშშ დოლარი




























