ბელგია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელდა. განცხადებაში წერია, რომ თუ არ იქნება თავისუფალი პრესა, არ იქნება დემოკრატია.
„მიმდინარე კვირაში საქართველოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. რეპრესიული ქმედებები ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალიან სამწუხაროა და არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს. ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
🗣️ No #PressFreedom, no democracy.
— 🇧🇪 Belgium MFA (@BelgiumMFA) March 6, 2025
Belgium calls on the Georgian government to respect the right to freedom of peaceful assembly and of expression. pic.twitter.com/3K7CdZZyKw