მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელგია წონის დაკლების მიზნით Ozempic-ის გამოყენებას დროებით აკრძალავს

Ozempic

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგიას სურს Novo Nordisk-ის დიაბეტის წამალი Ozempic-ი, რომელსაც ხალხი წონის დასაკლებად გამოიყენებს, დროებით აკრძალოს, მიზეზი წამლის დეფიციტის პრობლემაა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

“ჩვენ აქამდე ვუთხარით ექიმებს, რომ ეს წამალი მხოლოდ ტიპი 2 დიაბეტის მქონდე პაციენტებისთვის დაენიშნათ, თუმცა, ვხედავთ, რომ ეს სტრატეგია არ მუშაობს, ჩვენ ვიცით, რომ ეს პრეპარატი გამოიყენება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, რაზედაც აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ, რადგან მარტივი რეკომენდაციები არ არის საკმარისი”, - განუცხადა ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბრუკემ ბელგიურ მაუწყებლებს.

ვანდენბრუკის თქმით, აკრძალვა იქნება დროებითი და გაგრძელდება რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე, რაც აუცილებელია წამლის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისთვის. აკრძალვის შესახებ სხდომა 27 ოქტომბერს გაიმართება.

სააგენტოს ცნობით, წამლის შეზღუდული ხელმისაწვდომობა 2024 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები