მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Novo Nordisk-ის აქციების ფასი 18%-ით დაეცა

novo nordisk

ფარმაცევტული ინდუსტრიის დანიურმა გიგანტმა, Novo Nordisk-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გასული 3 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავლებმა $12.52 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იანი ზრდაა და ანალიტიკოსების მოლოდინებს $410 მილიონით აჭარბებს. ამ შედეგის ფონზე, ინვესტორებისთვის გასაცემი დივიდენდების მოცულობამ ერთ აქციაზე $0.96 დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 8%-იანი ზრდაა და ექსპერტების პროგნოზებს მცირედით აღემატება. აღსანიშნავია, რომ დადებითი შედეგის დადება Novo-მ ფარმაცევტული სექტორისთვის ორი განახლებული პრეპარატის, Ozempic-ისა და Wegovy-ს წარდგენით შეძლო. კონკრეტულად, დიაბეტთან გამკლავებისთვის შექმნილი Ozempic-იდან მიღებულმა შემოსავალმა $5.04 მილიარდს მიაღწია. ჭარბ წონასთან საბრძოლველად შექმნილი Wegovy-ს გაყიდვებით კი Novo-მ $3.46 მილიარდი მიიღო.

თუმცა, ამ დადებითი შედეგების დაფიქსირებისა და ანალიტიკოსთან მოლოდინების გადაჭარბების მიუხედავად, დანიური ფარმაცევტული კომპანიის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სესიის დასრულებამდე $14.6%-ით შემცირდა. ამჟამად კი ვარდნა 18%-ის ფარგლებშია. როგორც ირკვევა, ეს გამოიწვია Novo-ს ხელმძღვანელობის მიერ ფისკალური 2026 წლის პროგნოზების მკვეთრმა შემცირებამ. კერძოდ, არსებობდა მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ზრდა სტაბილურად გაგრძელდებოდა, Wegovy და Ozempic-ი კი შემოსავლებს გაზრდიდნენ, თუმცა ფარმაცევტულ კომპანიაში მოელიან, რომ არათუ ზრდა, არამედ კლება დაფიქსირდება. კონკრეტულად, 5%-13%-ის ფარგლებში. როგორც Novo-ში განმარტავენ, მიზეზი წამლების მაღალი ფასი, ასევე კონკურენციის გაზრდაა, მათ შორის, ამერიკული Eli Lilly-საგან, რომელიც წონის კლების ბაზარზე თავის ალტერნატიულ წამალს აწარმოებს.

ამჟამად, დანიური ფარმაცევტული გიგანტის საბაზო კაპიტალიზაცია $1.26 ტრილიონი დოლარია. ერთი აქცია კი, საშუალოდ, $302 დოლარად ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები