მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Novo Nordisk-ის CEO წონაში კლების მედიკამენტებზე მაღალი ფასების გამო სენატის წინაშე წარდგება

novo nordisk

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის ინფორმაციით, Novo Nordisk-ის CEO-მ, ლარს იორგენსენმა სენატის წინაშე ნებაყოფლობით წარდგენასა და ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა - საქმე ეხება ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებულ წონაში კლების მედიკამენტ Ozempic-სა და Wegovy-ზე დაწესებულ მაღალ ფასებს.

კომიტეტის თავმჯდომარე ბარნი სანდერსმა განაცხადა, რომ 18 ივნისს ჩანიშნული კენჭისყრა, რომლითაც სენატორებს უნდა გადაეწყვიტათ, გამოიძახებდნენ თუ არა ოფიციალურად Novo Nordisk-ის CEO-ს, მედიკამენტის ფასებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, გაუქმდება. ოფიციალური გამოძახების შემთხვევაში, ლარს იორგენსენი სენატის წინაშე 10 ივლისს წარდგებოდა, ნებაყოფლობითი გამოცხადების გამო კი მოსმენა სექტემბრისთვის გადაიდო.

სანდერსის განმარტებით, Novo მედიკამენტების ერთთვიანი დოზას ამერიკელ მომხმარებლებზე თვეში $1349-ად ყიდის, მაშინ როცა ზუსტად იგივე პროდუქტის შეძენა გერმანიაში $140-ად, დიდ ბრიტანეთში კი - $90-ადაა შესაძლებელი.

“კომიტეტი მოუთმენლად ელოდება ბატონი იორგენსენის განმარტებას, რატომ იხდიან ამერიკელები 10-15-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ზუსტად იგივე მედიკამენტებისთვის”, - განაცხადა ბარნი სანდერსმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯანდაცვის კომიტეტმა აღნიშნული კითხვით კომპანიას წერილი ჯერ კიდევ აპრილში გაუგზავნა. საპასუხო წერილში კი Novo მედიკამენტებზე მაღალი ფასის მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემას ასახელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები