მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელგიას და საქართველოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება - რას ითვალისწინებს?

სამოხელეო დანაშაული

საქართველოს და ბელგიას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა შეთანხმების პროექტი, რომლის ავტორიც საქართველოს მთავრობაა.

დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას სიცოცხლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების დამზადებასთან და მათით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული მასალებისა და სხვა საშიში ნივთიერებების ქურდობის, უკანონო დამზადების, ბრუნვის, და უკანონო ვაჭრობის, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის, ადამიანებით ვაჭრობის, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის, ადამიანებით ვაჭრობისა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობის, შეძენის, ფლობის ან გასაღების, ფულისა და გადახდის სხვა საშუალებების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების გაყალბების, მათი ბრუნვაში გაშვებისა და გამოყენების, ასევე, ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებისა და გამოყენების, ფულის გათეთრების, კორუფციისა და კიბერდანაშაულის პრევენციისა და მათი აღკვეთის მიზნით; გარდა ამისა, ძებნილ, გაუჩინარებულ და დაკარგულ პირთა ან ნივთებთან მიმართებით, დანაშაულის ნიშნების შემცველი შემთხვევებისას თანამშრომლობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების დადება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები