მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბელგიაში დასაქმებულებს ოთხდღიან კვირაზე გადასავლის უფლება ექნებათ

620bf3006a5e9
თამთა ჯიჯავაძე
16.02.22 01:00
2417
ბელგია შეუერთდა იმ ქვეყნების სიას, სადაც სამუშაო კვირა ოთხ დღემდე მცირდება. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, ქვეყანა ბოლოა მათ შორის, სადაც დასაქმებულებს ექნებათ უფლება მოითხოვონ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა ისე, რომ ხელფასი არ შეუმცირდეთ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მიიღო.

კერძოდ, ბელგიის სამთავრობო კოალიცია შეთანხმდა, რომ მიიღებენ რეფორმათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იქნება კიდევ ერთი ალტერნატივა - სამუშაო დღეების გახანგრძლივება, რათა შემდეგ სამდღიანი უქმეებით ისარგებლონ. ამასთან, დამსაქმებლებს შეეძლებათ რომ დასაქმებულების მოთხოვნას სამუშაო დღეების შემცირების შესახებ უარით უპასუხონ, თუმცა მათ უნდა დაასაბუთონ აღნიშნული უარი წერილობით.

როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო აცხადებს, შრომითი კანონმდებლობის რეფორმების მიზანს უფრო პროდუქტიული და დინამიკური ეკონომიკის შექმნა წარმოადგენს. „თუ ჩვენს ქვეყანას სხვებს შეადარებთ, დაინახავთ, რომ გაცილებით ნაკლებ დინამიკური ვართ. ორი რთული წლის შემდეგ, შრომის ბაზარი განვითარდა. ამ შეთანხმებით, ჩვენ ვქმნით შუქურას ეკონომიკისთვის, რაც უფრო მეტად ინოვაციური, მდგრადი და ციფრულია“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ისლანდია ოთხდღიან სამუშაო კვირას 2015 წლიდან 2019 წლამდე ტესტავდა, რასაც დიდი წარმატება უწოდეს, ვინაიდან ქვეყნის სამუშაო ძალის 86% ახლა შედარებით მოკლე სამუშაო კვირით ან კიდევ სამუშაო საათების შემცირების უფლებით სარგებლობს.

მსგავსი გეგმების შესახებ სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც განაცხადეს, მათ შორის ესპანეთმა და შოტლანდიამ. გასულ წელს კი იაპონიის მთავრობამაც წარადგინა ოთხდღიანი სამუშაო კვირის ინიციატივა, რათა ქვეყანაში დასაქმებულების მასობრივი გადაღლის პრობლემისთვის ეპასუხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები