ბელორუსი ევროკავშირში რეგისტრირებულ სატვირთო მანქანებს ქვეყანაში შესვლას უკძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი, რომლითაც რუსეთსა და ბელორუსში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს ბლოკის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. გამონაკლისი შეეხო ფარმაცევტული პროდუქტების გადაზიდვებს, საკვებს, სოფლის მეურნეობის და სხვა პროდუქტებს.