კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს, ლექტორებსა და თანამშრომლებს ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში დაეხმარება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს, ლექტორებსა და თანამშრომლებს ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში",- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.