მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბენზინისა და დიზელის ფასები ევროპაში: სად ღირს ყველაზე ძვირი/იაფი?

საწვავი

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმის შემდეგ, ბრენტის (Brent) ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო მომხმარებლებისთვის საწვავის ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ევროკავშირში 2026 წლის თებერვლის ბოლოსთან შედარებით, აპრილის დასაწყისში ბენზინის ფასები დაახლოებით 15%-ით, ხოლო დიზელის ფასები დაახლოებით 30%-ით არის მომატებული.

როგორია საწვავის უახლესი ფასები ევროპაში და სად არის ბენზინი და დიზელი ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი? - პუბლიკაციას Euronews-ი ავრცელებს.

ევროკომისიის 2026 წლის 2 აპრილის ნავთობის ფასების ყოველკვირეული ბიულეტენის მიხედვით, ევროკავშირში Euro-super 95-ის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 1.871 ევროს, ხოლო დიზელის ფასი - 2.076 ევროს შეადგენს. ეს მონაცემები 30 მარტის მდგომარეობას ასახავს.

ბენზინი

ბენზინის (Euro-super 95) ფასი ევროკავშირში ლიტრზე 1.34-2.33 ევრომდე მერყეობს.

ლიტრი ბენზინის ფასი, 30 მარტის მონაცემებით (€):

  • ნიდერლანდები: 2.33
  • დანია: 2.23
  • გერმანია: 2.13
  • ფინეთი: 2.05
  • საბერძნეთი: 2.05
  • საფრანგეთი: 2.01
  • ირლანდია: 1.96
  • პორტუგალია: 1.92
  • ევროზონა: 1.91
  • ავსტრია: 1.88
  • ევროკავშირი (EU): 1.87
  • ლატვია: 1.87
  • ბელგია: 1.85
  • რუმინეთი: 1.84
  • ლიეტუვა: 1.74
  • იტალია: 1.73
  • ესტონეთი: 1.73
  • შვედეთი: 1.71
  • ლუქსემბურგი: 1.70
  • ჩეხეთი: 1.69
  • პოლონეთი: 1.68
  • ხორვატია: 1.68
  • კვიპროსი: 1.58
  • სლოვაკეთი: 1.58
  • ესპანეთი: 1.56
  • უნგრეთი: 1.54
  • სლოვენია: 1.51
  • ბულგარეთი: 1.44
  • მალტა: 1.34

დიზელი

ყველაზე ძვირი დიზელი - ნიდერლანდებში, დანიასა და გერმანიაში
ევროკავშირის მასშტაბით დიზელის ფასი ლიტრზე 1.21 ევროდან 2.46 ევრომდე მერყეობს.

ლიტრი დიზელის ფასი, 30 მარტის მონაცემებით (€):

  • ნიდერლანდები: 2.46
  • დანია: 2.36
  • გერმანია: 2.29
  • ფინეთი: 2.27
  • ბელგია: 2.23
  • ავსტრია: 2.20
  • საფრანგეთი: 2.19
  • ირლანდია: 2.18
  • შვედეთი: 2.15
  • ლიეტუვა: 2.12
  • საბერძნეთი: 2.12
  • ევროზონა: 2.09
  • ევროკავშირი: 2.08
  • პორტუგალია: 2.07
  • ლატვია: 2.05
  • იტალია: 2.03
  • რუმინეთი: 2.03
  • პოლონეთი: 2.02
  • ესტონეთი: 2.01
  • ლუქსემბურგი: 2.00
  • ჩეხეთი: 1.97
  • ხორვატია: 1.88
  • კვიპროსი: 1.84
  • ესპანეთი: 1.78
  • სლოვაკეთი: 1.69
  • ბულგარეთი: 1.62
  • სლოვენია: 1.62
  • უნგრეთი: 1.62
  • მალტა: 1.21


თხევადი აირის (LPG) ფასები

ევროკავშირში LPG-ის საშუალო ფასი ლიტრზე 0.841 ევრო იყო. ყველაზე დაბალი ფასი იტალიაში (0.66 ევრო), ხოლო ყველაზე მაღალი - ხორვატიაშია (1.26 ევრო).

ფასების ცვლილება ირანში ომის დაწყების შემდეგ

საწვავის ფასების შედარებამ 2026 წლის 28 თებერვალს დაწყებულ აშშ-ისრაელის დარტყმამდე და აპრილის დასაწყისში აჩვენა, რომ ბენზინი 23 თებერვლის 1.64 ევროდან 30 მარტის 1.87 ევრომდე გაძვირდა.

იგივე პერიოდში დიზელის ფასი 1.59 ევროდან 2.08 ევრომდე გაიზარდა. ეს ნიშნავს ბენზინის ფასის 14%-იან და დიზელის ფასის 30%-იან ზრდას.

მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში, აპრილის დასაწყისში საწვავი კიდევ 6-30 თეთრით გაძვირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები