მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა - 81% რუსეთზე მოდის

64bf6f82d9d68
BM.GE
25.07.23 10:53
619
იანვარ-ივნისის თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იტყობინება. 

კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 554,2 ათასი ტონა, რაც 32,5 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (521,7 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 273,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 280,5 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 166,6 ათასი ტონა (60,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 101,6 ათასი ტონა (37,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 5,5 ათასი ტონა (2,0%);

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 449,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 77,6 ათასი ტონა - 14%; თურქმენეთი - 11,4 ათასი ტონა - 2%; აზერბაიჯანი - 9,5 ათასი ტონა - 1,7%; ბელარუსი - 5 ათასი ტონა - 0,9%; არაბთა გაერთ.ემ. - 1 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,02%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,02%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები