მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Berkshire-მა Google-ში $5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

berk
სტატიაში საუბარია:

საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ ამერიკული ტექ-გიგანტის, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის 17.85 მილიონი აქცია შეიძინა. საუბარია $4.95 მილიარდის ღირებულების ინვესტიციაზე, რომლითაც საინვესტიციო სექტორის პიონერი ტექ-კომპანიის ერთ-ერთ უდიდეს მეწილედ იქცა. ამ მოცემულობით, Berkshire-ის პორტფოლიოს 1.7%-ს სწორედ Alphabet-ი იკავებს. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე Google-ის აქციები 5%-ით გაიზარდა.

საინვესტიციო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისი არსით ისტორიულია, რადგან უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway დიდ ტექ-გიგანტებში ინვესტირებას მუდმივად ერიდება. ამ კუთხით ერთადერთი გამონაკლისი Apple-ია.

ანალიტიკოსების შეფასებით, საინვესტიციო სექტორის გიგანტის მიერ Alphabet Inc.-ში განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციების შეძენა თავად ტექ-კომპანიისადმი გაზრდილ ნდობაზე, ასევე მის პერსპექტიულობაზე მიანიშნებს. შეგახსენებთ, საუბარია ტექნოლოგიური სექტორის ლიდერზე, რომელიც ბაზრის ლიდერი არამარტო Google Chrome-ის ბრაუზერის, არამედ ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. ქლაუდ ინფრასტრუქტურის განვითარების დამსახურებით გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები