სახელგანთქმული ამერიკელი ინვესტორისა და ფილანთროპის, უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ იაპონურ ავტომწარმოებელ Mitsubishi Corporation-ში არსებული აქციების წილი 9.74%-იდან 10.23%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში Berkshire-ის წილი 10%-იან ნიშნულს პირველად გადასცდა.
Berkshire-ის მიერ Mitsubishi-ში აქციების გაზრდა საინვესტიციო კომპანიის იმ ხანგრძლივი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც წამყვან იაპონურ ფირმებში, მათ შორის, Mitsui-ში, Itochu-ში, Marubeni-სა და Sumitomo-ში ფულის დაბანდებას გულისხმობს. მიღებული გადაწყვეტილებები კი ცხადყოფს, რომ უორენ ბაფეტი იაპონურ გიგანტებში ფინანსურ სიძლიერესა და აქციონერების ინტერესებზე მორგებულ მართვის სისტემას ხედავს.




























