მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა - ადვოკატი

6495d55c64dad
ალა ისპირიანი
23.06.23 20:35
611
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ.

"რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ", - წერს ლაშა კალანდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები