მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერნარ არნოს წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო

ბერნარ არნო

მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ბიზნესმენის, ბერნარ არნოს წინააღმდეგ საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანომ გამოძიება დაიწყო.

მოდის ინდუსტრიის გიგანტის, LVMH-ის დამფუძნებელს ბრალად ედება არალეგალური ტრანზაქციების გატარება და სანქცირებულ რუს ოლიგარქთან, ნიკოლაი სარქისოვთან გარიგების დადება.

როგორც ჩანს, პირადად არნოსგან მიცემული სესხით სარქისოვმა სამთო კურორტზე ძვირად ღირებული უძრავი ქონებას შეიძინა. ცხადია, არნოს სარქისოვისთვის ამ თანხის გადაცემის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის სანქცირებული პირია.

გარდა ამ გარიგებისა, გამოძიებიდან ირკვევა, რომ ფრანგი მილიარდერი რუს ოლიგარქთან ერთად ფულის გათეთრებასაც ცდილობდა და არალეგალურ ტრანზაქციების ახორციელებდა.

საგამოძიებო პროცესი სწორედ ახლა იწყება, ამიტომაც პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სანქციების დარღვევის გამო, არნოს ჯარიმა დაეკისროს.

შეგახსენებთ, რომ ბერნარ არნო $164-მილიარდიანი ქონების პატრონია და ის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები