მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბესეტი ამბობს, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს

ბესეტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესეტი ამბობს, რომ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთს აიძულებს უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს.

"თუ აშშ და ევროკავშირი დააწესებენ მეტ სანქციას, მეორად ტარიფებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა სრულ კოლაფსში აღმოჩნდება, ეს კი პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს", - უთხრა ბესეტმა NBC-ს.

ინტერვიუში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია "რუსეთზე ზეწოლის ზრდისთვის ემზადება" და ამ საკითხში ევროპელი პარტნიორებმაც უნდა აუბან მხარი.

იმავეს ამბობს აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი კრის რაიტი Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ევროპის ქვეყნებმა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი უნდა შეწყვიტონ. ეს კომენტარი მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "მეორე ფაზა" დაიწყება. ენერგეტიკის მინისტრის თქმითვე, ამერიკა უფრო აგრესიული იქნება რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების კუთხით თუ ევროპული ქვეყნები რუსული ენერგორესურსების ყიდვას შეწყვეტენ და სანაცვლოდ ამერიკულ გათხევადებულ გაზს (LNG) და საწვავს იყიდიან.

"თუ ევროპელები გაავლებენ ხაზს და იტყვიან: აღარ ვაპირებთ რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვას, ექნება ამას დადებითი გავლენა აშშ-ზე, რომ უფრო აგრესიული იყოს სანქციებთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა", - უთხრა რაითმა ბრიტანულ გამოცემას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები