მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი კარგი ქორწილი გვჭირდება, თუნდაც ორკაციანი“ - გაცნობის კლუბი „ლაკასგან“

614731336f59e
მარიამ იზორია
19.09.21 21:20
1938
ივენთკომპანია „ლაკა“ მალე ახალ მიმართულებას - გაცნობის კლუბს გახსნის. ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა ისაუბრა. ლაკა წერეთლის თქმით, სააგენტო ადამიანებს მეორე ნახევრების პოვნაში დაეხმარება.

„იდეა ჩემი მეგობრების თხოვნით განვახორციელე - ძალიან ბევრი ახალგაზრდა თავის მეორე ნახევარს ეძებს... სწორედ ჩვენს კლუბში ადამიანები თავიანთ მეორე ნახევრებს იპოვიან; ვფიქრობ, ეს მიმართულება ძალიან საჭირო და მოთხოვნადი გახდება. პირველი ეტაპი საახლობლო წრეში გვექნება; გვსურს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავდეს, რომელიც შემდგომ სხვისთვის გახდება მაგალითი. კლუბი მალე ჩაეშვება, რადგან ბევრი კარგი ქორწილი გვჭირდება, თუნდაც ორკაციანი, ეს კლუბი კი ხელშემწყობი იქნება“, - ამბობს ლაკა წერეთელი.

ინფორმაციისთვის: „ლაკა“ ივენთკომპანიაა, რომელიც როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებით არის დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები