მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 30 წლის განმავლობაში“ - აშშ-ის საელჩო

62b16e355a65a
ვიქტორია მღებრიშვილი
21.06.22 11:10
1003
„ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 30 წლის განმავლობაში“ - ამ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს და სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ შენობის განახლებამდე და განახლების შემდეგ ფოტოებს ურთავს. საელჩოში აღნიშნავენ, რომ ეს შენობა ქვეყანაში განახლებისა და აშშ-ის ინვესტიციის კარგი მაგალითია.

ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი საქართველოში ჩამოსვლისას მოინახულებს ქვეყნის განვითარების პროექტებს, რომელიც აშშ-სთან ერთად განხორციელდა.

„ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 30 წლის განმავლობაში. ამ ისტორიული შენობის გარდასახვა საქართველოში აშშ-ის მთავრობის ინვესტიციის შესანიშნავი ილუსტრაციაა. აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების კორპორაცია (ყოფილი OPIC) საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და დივერსიფიკაციაზე მუშაობს, "თბილისი მარიოტი" კი მათი წარმატებული საქმიანობის მხოლოდ ერთი მაგალითია. კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი სკოტ ნეითანი ოფიციალური ვიზიტისას აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ამ და სხვა პროექტს პირადად იხილავს“, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები