მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი შეცდომა დაუშვია "ოცნებას" ამ 12 წელიწადში, მაგრამ ასეთი და ამასთან მიახლოებულიც კი, არასოდეს"- ქობულია

გიორგი ქობულია

"ქართული ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, მოქმედი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა ე.წ გამჭვირვალობის კანონია.

BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" ქობულია ამბობს, რომ ეს სწორ ადგილზე ფეხის დაცდენას ჰგავს.

" მე რომ ვიყო მინისტრი და გუნდის წევრი, რა თქმა უნდა შევეცდებოდი გადამერწმუნებინა და ამეხსნა, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა. ამაზე ღიად ვილაპარაკებდი. "ქართულ ოცნებას" ბევრი შეცდომა დაუშვია ამ 12 წელში, მაგრამ ასეთი და ამასთან მიახლოებულიც კი არასოდეს. მე, ცოტა გულიც კი მწყდება იმიტომ, რომ ნეიტრალური ადამიანი ვარ ვხედავ ბევრ რამეს. ვხედავ, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და არ ჩავებით კონფრონტაციაში რუსეთთან. ამ ყველაფერს ვხედავ და ამის ფონზე, ფეხი რომ დაგიცდება სწორ ადგილას ძალიან სამწუხაროა", - ამბობს ქობულია.

ყოფილი მინისტრის თქმით, ვერ მოუწოდებს საჯარო მოხელეებს სამსახურის დატოვებისკენ, რადგან მათ ოჯახები ჰყავთ.

"მე, შედეგზე ორიენტირებული ადამიანი ვარ და თუ დავინახავდი, რომ ჩემს იქ ყოფნას აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა წამოვიდოდი, როგორც ეს გავაკეთე. ყველაფერი ღიად ვთქვი და წამოვედი. აბსოლუტურად ღიად მინდა ვთქვა, მე ვერ მოვუწოდებ ვერც ერთ საჯარო მოხელეს, ვერც ერთს, რომ წამოვიდეს სამსახურიდან. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები", - თქვა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები