მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება „რუსულ კანონს“ გადაჰყვება - ალექსი პეტრიაშვილი

სს

ხელისუფლება „რუსულ კანონს“ გადაჰყვება, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის მიერ დასანქცირებულ პირთა რიცხვი, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მზარდი იქნება, რაც საბოლოოდ ქვეყნის და ხალხის მომავალზე ცუდად აისახება, ამიტომ ალექსი პეტრიაშვილის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ ბედი არჩევნებში უნდა გადაწყვიტოს.

"ქვეყანას ექნება ძალიან რთული არჩევნების პერიოდი, რადგან ივანიშვილის რეჟიმმა რეალურად ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ყველა ჩვენ პარტნიორთან, მოკავშირესთან ურთიერთობები გაიფუჭა. რაც საბოლოოდ აისახება ქვეყანაზეც და ქვეყნის მოქალაქეებზეც - მათ ყოველდღიურობაზე და ყოფაზე. სანქციების ნუსხა იქნება დიდი, რამდენიმე ასეულზეა საუბარი. ხელისუფლება „რუსულ კანონს“ გადაჰყვება.

სინამდვილეში მათი მოგზაურობა კი არ არის პრობლემა, სახელმწიფოს მართვაში მყოფი რეჟიმი, არის ხელჩამოურთმეველი, მიუხედავად დღეს ვნახეთ უკრაინის რეაბილიტაციის [განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ]. ცინიზმის მწვერვალია რომ ირაკლი კობახიძე ამ ღონისძიებაზე იმყოფება გერმანიაში რომლის ქვეყნის ელჩს, საგარეო უწყებას, ხელმძღვანელ პირებს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ.

ალექსი პეტრიაშვილი ასევე ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს დღევანდელი გაფუჭებული ურთიერთობები, დიდი ალბათობით, გარდამტეხი გახდება ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა პროექტებს აფინანსებენ და იგი მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკური კურსს დაბრუნების გარეშე გამორიცხულია რომ ამ თანხების კვალავ საქარველოსკენ მომართვა მოხდეს.

"შშ-ს საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის სერიოზული სიტყვა ეთქმის. ეს სახსრები და თანხები იქნება გადამისამართებული სხვა ქვეყნებზე, მაგალითად მოლდოვაზე, სომხეთზე რომელსაც ასევე ძალიან სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, კონკრეტული დემოკრატიზაციის და რეფორმების გატარებისთვის. მათ ამის მზაობაც აქვთ და პოლიტიკური ნების გამოხატულებაც", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები