მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრმა ევროპელმა მადლობაც გვითხრა, სწორედ მოიქეცით, ჩვენ რომ არ აგვყევითო - შალვა პაპუაშვილი სანქციებზე

პაპუაშვილი
19.07.24 11:40
617

ბევრმა ევროპელმა მადლობაც გვითხრა, სწორედ მოიქეცით, ჩვენ რომ არ აგვყევითო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში სანქციებზე საუბრისას განაცხადა.

„აჟიტირება შეინიშნება ზოგიერთ აქტორში. როგორც წესი, ეს უფრო არიან პარლამენტის წევრები, რომლებსაც თავისუფალი მანდატი აქვთ და უფრო ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევიან - ევროპარლამენტში იქნება ეს, თუ ნაციონალურ პარლამენტებში. ჩვენ ამ ზედაპირულობას და აჟიტირებულობას არ ავყევით. შემდეგ ბევრმა მადლობაც გვითხრა, სწორედ მოიქეცით, ჩვენ რომ არ აგვყევითო. საბოლოო ჯამში, ასე გამოუვიდათ. ერთ-ერთმა ასეთმა მაღალჩინოსანმა, თანამდებობის პირმა გვითხრა, რომ თავიდან კი ვითხოვდით სანქციებს, მაგრამ ახლა აღარ ვითხოვთო", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც კი უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, "აჟიტირებებიც დამშვიდდება".

"ეს ყველაფერი დამშვიდდება და საბოლოოდ ყველა მიხვდება, თუ რა გააკეთა საქართველომ, მათ შორის ევროკავშირისთვის. მშვიდობა შევინარჩუნეთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვის. აქ რომ ატეხილიყო ომი და აქ აუცილებლად ატყდებოდა დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ჩვენ დავინგრეოდით, მაგრამ ევროკავშირიც დაზარალდებოდა, რადგან ჩაიკეტებოდა ერთადერთი - აზიასთან დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა ტვირთების გადასაზიდად. ზოგიერთი ევროპელი ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში თვითონ დაზიანდებოდნენ. ევროკავშირი უნდა ყოფილიყო პირველი, ვისაც კბილებით უნდა დაეცვა, რომ საქართველო რამე შარში არ გახვეულიყო. ყველას აწყობდა რაღაც არეულობა, მაგრამ პირველ რიგში, ევროკავშირს არ აწყობდა აქ არეულობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები