მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრს ვაკეთებთ გალში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, თუმცა ანგარიშს ვერ გამოვაქვეყნებთ - ვახტანგ ყოლბაია

63e15e3b3301d
გიგა ბენია
07.02.23 00:05
1810

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას 2020 წლის შემდეგ საზოგადოებისთვის ანგარიში არ წარუდგენია. მაშინ მთავრობის ბიუჯეტმა 18 924 938 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 8 მილიონზე მეტი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. რა თანხა მიიღო უწყებამ ბოლო 3 წელიწადში, მთავრობის გვერდზე ეს მაჩვენებლები აღნიშნული არ არის. 

BMG-მ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესა და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრს, ვახტანგ ყოლბაიას ჰკითხა, რატომ არ აქვეყნებს მთავრობა ანგარიშს და რას აკეთებს ის გალში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. 

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა მუდმივად მუშაობს, თუმცა საქმიანობის დეტალებს ვერ გაავრცელებს. 

 „შეიძლება ვინმეს ირონიულად მოეჩვენოს, თუმცა ბევრია იმ საკითხთა წრე, რომლებზეც აფხაზეთის მთავრობა მუშაობს. რა თქმა უნდა, ყველა ის საკითხი, რომელიც გაინტერესებთ, დახურული არ არის, მაგრამ, შესაძლოა, მათზე ხმამაღლა საუბარი მიზანშეწონილი არ იყოს“,-აცხადებს ვახტანგ ყოლბაია. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ ე.წ. აფხაზი ელიტის წრე ეკონომიკური კავშირების დამყარებით დაინტერესებულია.

 „პრემიერის განცხადება მონაკოზე, არა მგონია აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სიხარულით მიიღოს. თუმცა, დამიჯერეთ, აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ე.წ. ელიტურ საზოგადოებაში მსჯელობა მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ეს რთულია, თუმცა ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენთან ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებით“,-აცხადებს ვახტანგ ყოლბაია და დასძენს, რომ დეოკუპაციის საკითხზე მეტი მუშაობაა საჭირო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები