მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსმა კოსმოსურ ფრენებზე 100 მილიონის ღირებულების ბილეთი გაყიდა

60f97a1f3e900
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.21 00:30
1629
ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა კოსმოსური ფრენაზე 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბილეთები უკვე გაყიდა. აღნიშნული ფრენა ხომალდ New Shepard-ით შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მილიარდერის თქმით, კოსმოსში ფრენებზე მოთხოვნა „ძალიან, ძალიან მაღალია“.

ბეზოსის კომპანია ამ ეტაპზე ბილეთების ღირებულებას არ ამხელს, თუმცა მისი დაახლოებითი ფასის გამოთვლა საჯარო აუქციონის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც ბილეთი 28 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

წელს Blue Origin-ი კიდევ ორი სამგზავრო ფრენის განხორციელებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა სუბორბიტალური კოსმოსური ფრენა ხომალდ New Shepard-ზე განახორციელა. კაფსული 100 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და კოსმოსის პირობითი საზღვარი გადაკვეთა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხომალდი უწონობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდა. ფრენა 11 წუთს გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები