კვირას, ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხის სადგურიდან აფრენიდან დაახლოებით 10 წუთში, რაკეტა Vulcan-ი აფეთქდა და Amazon Leo-ს 40 ინტერნეტ-თანამგზავრიც სრულად გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ ეს რაკეტის ოპერატორი კომპანია United Launch Alliance-ის ისტორიაში მისიის სრული ჩავარდნის პირველი შემთხვევაა. კოსმოსური ხომალდების გამშვები კომპანია ULA ამერიკული გიგანტების, Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი საწარმოა და ის ფრენებს რეგულარულად და წარმატებით ასრულებს.
United Launch Alliance-ის ინფორმაციით, 41-ე სასტარტო კომპლექსიდან გაშვებულმა რაკეტამ ფრენის მეათე წუთზე ტექნიკური ანომალია განიცადა. კომპანიაში განმარტეს, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ეს წარუმატებელი გაშვება ULA-ს ახალი ფლაგმანი რაკეტისთვის სერიოზული დაბრკოლებაა, რადგან 20-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია Amazon-ის მზარდი თანამგზავრული ინტერნეტ-პროგრამისთვის რეგულარული გაშვებების სერიის დაწყებას გეგმავდა.
























