მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიბლიოთეკა, გასართობის სივრცე, ზამთრის ბაღი - როგორია კემპინგ Hill Inn-ის გაფართოების გეგმები

5f3e435e958b9
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.20 22:10
1849
მაღალმთიან აჭარაში მიმიდნარე წლის ივნისში გახსნილი კემპინგის კონცეფციის სასტუმრო Hill Inn შემოდგომისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაფართოებას გეგმავს.

როგორც ტურისტული ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია ვერძაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს გაფართოების ღირებულება ამ ეტაოზე 57 000 ლარს შეადგენს, თუმცა შეიძლება გაიზარდოს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტიც ევრიკავშირის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გახორციელდება.

„ევროკავშირის ახალი პროექტის დახმარებით ვამატებთ 2 ახალ ადგილს და შესაბამისად ჩვენი დასასვენებელი ადგილების რაოდენობა 4-მდე გაიზრდება, თუმცა რა კონცეფციით ამას ჯერ ვერ ვიტყვით. განვავითარებთ გარე ინფრასტრუქტურას, თუმცა 4-ზე მეტ ნომერს არ შევქმნით. ახალ კონსტრუქციებზე გვექნება ქვედა ტერასები და აუზები.

გაფართოების პროექტის ღირებულება 57 000 ლარს შეადგენს, თუმცა ვფიქრობთ რომ დაახლოებით იგივე მოხდება რაც „ჰილლ ინნის“ შექმნისას მოხდა და ინვესტიციის მოცულობა გაიზრდება“, - ამბობს „ჰილლ ინნის“ დამფუძნებელი.
მაია ვერძაძე ამბობს რომ მთავარი აქცენტი გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შემქნაზე გაკეთდება, იმისთვის რომ „ჰილლ ინნ“-ი კიდევ უფრო კომფორტული და მიმზიდველი გახდეს.

„გარე პერიმეტრზე ძველ ნასახლარზე შემორჩენილია ნალია, რომლის რეკონსტრუქციას ბიბლიოთეკის გაკეთებას ვგეგმავთ, ასევე გვინდა გავაკეთოთ გარე მოსასვენებელი სივრცეები. „ჰილლ ინნ“-ი ფერდობზე მდებარეობს და ამიტომ ღონისძიებებს ვერ ვმასპინძლობთ ხოლმე. საზაფხულო ივენთის მოწყობა გვინდოდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ რადგან ასეთი სივრცეები არ გვაქვს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება ოქტობრისთვის იგეგმება“, - უთხრა BM.GE-ის კემპინგის დამფუძნებელმა.

ზაფხულში აქტუალური ტურისტული ობიექტი დამფუძნებლების აზრით ზამთარშიც შეინარჩუნებს მომხმარებელთა მხრიდან ინტერესს, რადგან გარდა არსებული სერვისისა, ზამთრისთვის „ჰილლ ინნ“-ის დამფუძნებლები აქ ზამთრის ბაღის გაკეთებას გეგმავენ.

„როდესაც კემპინგის გაკეთების იდეა მოგვივიდა, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე რითი უნდა მიგვეზიდა სტუმარი ზამთარში, გარდა იმისა რომ შესაძლებელი იქნებოდა პროექტორზე ფილმის ყურება... მაშინ გადავწყვტეთ რომ გაგვეკეთებინა ჯაკუზი, რომელიც ცივ, თოვლიან ზამთარში ძალიან კარგი იქნებოდა. ამ იდეამ ზაფხულის განმავლობაშიც ძალიან კარგად იმუშავა, ასევე საუნა გათვლილია ზამთრის სეზონისთვისაც. და ასევე ზამთრისთვის გვინდა რომ დავამატოთ ზამთრის ბაღი შუშებით, სადაც მოეწყობა კაფე და მომსასვენებელი სივრცე“, - აღნიშნა მაია ვერძაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები