მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიჭვინთის აგარაკები ვლადიმერ პუტინთან ასოცირდება", - რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში

პუტინი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩმა, მიხეილ შურგალინმა განაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბიჭვინთის აგარაკები ვლადიმერ პუტინთან ასოცირდება.

"მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ობიექტი ასოცირდება რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც არაერთხელ გამართა სამუშაო შეხვედრები აგარაკზე, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა", - განაცხადა შურგალინმა.

მისი განცხადებით, ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციისთვის იმ მიწის გადაცემას არ ითვალისწინებს, რომელზედაც ობიექტი მდებარეობს.

"ტერიტორია გაქირავებულია 49 წლით. საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ შენობები, რომლის მოვლა-შეკეთებაზე პასუხისმგებელი რუსეთი იქნება", - განაცხადა მან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, დღეს, დილის 6 საათზე, დაჩქარებული წესით დაამტკიცა “რუსულ-აფხაზური შეთანხმება” ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები