მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი, ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, მის მიმართ სანქციები არ არის დაწესებული - ო'ბრაიენი

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი, ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად არის ინფორმირებული, მის მიმართ სანქციები არ არის დაწესებული, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენმა დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, მნიშვნელოვანია ყველა შეეცადოს, რომ არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

„სანამ საქართველოში ჩამოვიდოდით, ჩვენ გამოვთქვით სურვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა, პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დეფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის გატარებული. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე არასწორად არის ინფორმირებული, გასაოცარი და სამწუხაროა. გარდა ამისა, ამის მიზეზით უარის თქმა ქვეყნის პარტნიორთან შეხვეხდრაზე ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. ამიტომ ვამბობ, რომ კანონზე საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამან არ შეცვალოს კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს’, - თქვა ო’ბრაიენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები