მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა ივანიშვილი: "შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით"

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე

ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ყველა მიმართულებით შთამბეჭდავი წარმატება აქვს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, მაგრამ ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა.

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მოახერხა და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, სწორედ, არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით გამოიხატება. ამით ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით.

როგორი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება, როგორც წესი, მასზე რეაქციას არ აკეთებს.

ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა საზოგადოებისთვის, რომ მან მოახერხა და ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა. იმედია, საზოგადოება დღესაც იქნება აქტიური, მაქსიმალურად მობილიზებულები მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევას გააკეთებენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები