მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი იურისტი ბაჩიაშვილის საქმეს ეხმიანება

64ac0b09c22d6
გიორგი არონია
08.07.23 17:40
96

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, ქართული იურიდიული ფირმის, MKD Law-ს პარტნიორი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი იურისტი, სანდრო სამადბეგიშვილი გამოეხმაურა.

“გ.ბ.-ს სისხლის სამართლის საქმის დეტალები არ ვიცი და არც პირადად მას ვიცნობ სათანადოდ. მხოლოდ ის ვიცი, რასაც ხუთი წელი ვუყურებდი და რაც, ჩემგან ჩანდა - საერთო კლიენტის ინტერესებისთვის ის მაშინაც მაქსიმალურად მუშაობდა, როდესაც თავად კლიენტს განსხვავებული აზრი ჰქონდა. დავების ფარგლებში, მისი ჩვენებები ერთ-ერთ საყრდენ ელემენტს წარმოადგენდა ამავე დავების წარმატებულად დასრულების კუთხით. იმედია, ყველაფერი სამართლიანად და სამართლებრივად გადაწყდება”, - ვკითხულობთ სანდრო სამადბეგიშვილის მიერ Linkedin-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, სანდრო სამადბეგიშვილის განცხადებას გამოეხმაურა MKD Law-ს უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ “აღნიშნულ შეფასებას და მოსაზრებას სრულად იზიარებს”.

შეგახსენებთ: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. პროკურატურის განცხადებაში საუბარია მითვისებულ 8 253 ცალ ბიტკოინზე, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში $39 მილიონი იყო. სასამართლომ ბაჩიაშვილი ₾2.5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები